Wednesday 2 December 2009

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის ინიციატიცით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება ტრენინგი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".

18.11.2009-19.12.2009-მანძილზე კასპის პირველ საჯარო სკოლში მიმდინარეობდა აღნიშნული ტრენინგი. ტრენინგზე მოწვეული იქნა კასპის 4 საჯარო სკოლის 26 პედაგოგი სხვადასხვა საგნობრივი კათედრებიდან, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კომპიუტერთან ურთიერთობის საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ იმ სკოლის მასწავლებლები, რომელთა სკოლებიც ჩართულია ინტერნეტში. მონაწილეები ორ 13 კაციან ჯგუფებად გადანაწილდნენ.

I საჯარო სკოლა - 7 მასწავლებელი;
II საჯარო სკოლა - 6 მასწავლებელი;
III საჯარო სკოლა - 6 მასწავლებელი;
IV საჯარო სკოლა- 6 მასწავლებელი;
რესურსცენტრი - სპეციალისტი.

ტრენინგმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. სერთიფიცირებულია ყველა მსმენელი.
28 დეკემბერს კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მოეწყო სერთიფიკატების საზეიმო გადაცემა. რესურსცენტრის უფროსმა ბატონმა დავით ზანგურმა თითოეულ მსმენელს მიულოცა ტრენინგზე მიღებული სერთიფიკატი და უსურვა შემდგომი წარმატებები.
მუშაობის დროს: